წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს

საფრანგეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას, რომელმაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, 50 ათასზე მეტი სამართალდამცველი და სამხედრო იცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

მეორე ტურში გასული პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ერთი საფრანგეთის ევროპულ მომავალს გეგმავს, მეორე კი ევროკავშირიდან გასვლას და რუსეთთან დაახლოებას.

საარჩევნო უბნების ნაწილი უკვე დაიხურა, მთლიანად ხმის მიცემის პროცესი კი თბილისის დროით 22:00 საათზე დასრულდება.

ბელგიური პრესა კი უკვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წინასწარი მონაცემებით პროევროპელი კანდიდატი, ემანუელ მაკრონი 62-64%-ით იმარჯვებს.

ლუვრის მიმდინარე ტერიტორიაზე სცენა მაკრონის სიტყვით გამოსვლისთვის მზად არის, თუმცა, რამდენიმე საათის წინ, ეს ტერიტორია ევაკუირებული იყო. სამართალდამცველებმა ჟურნალისტები და შემდგომ ტურისტები ემანუელ მაკრონის პრესცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან საეჭვო ნივთის, ვიდეოკამერის ელემენტის გამო გაიყვანეს.

არჩევნების მოლოდინში მედიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ არჩევნებში პროევროპელი კანდიდატი გაიმარჯვებს.

ექსპერტების აზრით, მარინ ლე პენის დამარცხება მაკრონთან ბოლო სატელევიზიო დებატებში, გადამწყვეტი იყო.

Comments
Loading...