წინასწარმეტყველი მაიმუნის პროგნოზით, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება

შანხაიში, წინასწარმეტყველმა მაიმუნმა სახელად გედამ, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების დონალდ ტრამპისა და ჰოლარი კლინტონის ნატურალური სიმაღლის გამოსახულებებიდან ერთ-ერთი აირჩია.

მაიმუნის რჩეული ექსცენტრიული მილიარდერი დონალდ ტრამპი აღმოჩნდა, რომლის გამოსახულებას გედა მოეხვია და ტუჩებშიც აკოცა.

Shiyanhu Ecological Tourism პარკის მობინადრე პრიმატისთვის წინასწარმეტყველება პირველი არ არის. 2016 წლის დასაწყისში, მაიმუნმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პორტუგალიის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, როდესაც პორტუგალიის დროშასთან მივიდა და ბანანის ჭამა დაიწყო.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაიმუნს „მეფე წინასწარმეტყველი“ შეარქვა.

Comments
Loading...