ცხოვრება პრეზიდენტობის შემდეგ – ბარაკ ობამა ვირჯინიის კუნძულებზე ერთობა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შვებულებას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ატარებს. ობამა Virgin Group-ის მფლობელ, მილიარდერ რიჩარდ ბრანსონის კუთვნილ მოსკიტოს კუნძულზე ისვენებს.
როგორც ჩანს თავისუფალ დროს ობამა შესანიშნავად ატარებს და სერფინგითაც ერთობა. ექსპრეზიდენტმა და მილიარდერმა კაიტსერფინგშიც მოაწყეს შეჯიბრი, რომელშიც ობამამ გაიმარჯვა. ობამას და ბრანსონის შვებულების ამსახველი ვიდეო ბრანსონის კომპანია Virgin-მა გაავრცელა

ბარაკ ობამასთან ერთად ვირჯინიის კუნძულებზე ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც ისვენებს.

newposts.ge

Comments
Loading...