წლის სკანდალი “სუს-ის” უფროსის მოადგილე “კუდ-ის” აგენტი იყო

“ქრონიკა პლუსის” წყაროს ინფორმაციით, პატრიარქსა და მის გუნდზე რადიკალური შეტევის ორგანიზატორი და მთავარი მოქმედი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილია. სუს-ის სამსახურის უფროსის შვებულებაში მყოფი მოადგილე წინა ხელისუფლების დროს “კუდთან” აქტიურად თანამშრომლობდა და მას ამ საქმეში მისივე “ნახალოვკელი” მეზობელი “კუდის” თანამშრომელი ეხმარებოდა.

ქრონიკა პლუსის წყაროს ინფორმაციით “კუდის” თანამშრომელი, რომელიც სოსო გოგაშვილმა გადაიბირა გიორგი პაპაშვილია . გიორგი პაპაშვილი წინა ხელისუფლების დროს ჯერ ენერგეტიკის ხოლო შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს ოდეერი იყო. როცა პაპაშვილი სამსახურებრივი გადაცდომის გამო ჩამოაქვეითეს იგი პატრონაჟის ქვეშ “კუდის” უფროსის მოადგილემ ვაჟა ლელუაშვილმა აიყვანა.

 

 

წყარო  :  TIMENEWS.GE

Comments
Loading...