ცნობილია თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას

26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმდჯომარის მოვალოებას ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, კახა ბარამაძემ განაცხადა.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარეობის პოსტზე დღეს ვადა ეწურება.

პროცედურის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მოგვიანებით კი საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას დასამტკიცებლად გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.

Comments
Loading...