„ცოლის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული ქმრის წარმატება“

თავიდან დედა და მოგვიანებით მეუღლე…

აი, ის ორი უმძლავრესი ენერგეტიკული წყარო მამაკაცისთვის. ამ ენერგიის მდინერეს სხვა შენაკადებიც აქვს, მაგრამ ქალის ენერგია ეს უმთავრესია.

ქალაბატონებო, ეჭვიც არ მეპარება, ყველას გსურთ გყავდეთ წარმატებული მამაკაცი გვერდით – ვაჟიშვილი, მეუღლე. გინდათ იამაყოთ, თავი მოიწონოთ, თავად იგრძნოთ დაცულობა, იმედიანად ყოფნა, გქონდეთ მუდმივად სიხარულის და ბედნიერების განცდა… ა. შ.

ჰოდა, ვიტყვი ერთს, მამკაცის წარმატება დამოკიდებულია იმ ქალბატონზე, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება გვერდით (დედა, მეუღლე).

როგორ?

მოდი გულზე ხელი დაიდეთ და  გულწრფელად უპასუხეთ, გჯერათ თუ არა თქვენი მეუღლის (შვილის)? ენდობით თუ არა მას?

………..

კაცს, რომლის ცოლსაც (დედას) სჯერა მისი ყველაფერი გამოსდის, არის შემართებით, ხალხში პატივცემულია, უსმენენ…

მინდა ხაზი გავუსვა: კაცში რწმენა უნდა იყოს აბსოლუტურად გულწრფელი და უპირობო.

როდესაც, ცოლს არ სჯერა ქმრის და თვლის, რომ ის დაკავებულია სისულელეებით, მოუხერხებელი, „უიმედო ტიპია“… მაშინ ის, ვერასდროს ეღირსება წარმატებას . ასეთი კაცი, აირევა ნაცრისფერ მასაში და ჩათვლის, რომ მას ბედი არა აქვს, მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ ცხოვრებაში და ის, კი მათ შორის არ არის… ასეთი კაცი, მუდმივად მოისმენს თავისი ქალისგან – “მეზობელი კობა, უფრო წარმატებულია, ვიდრე…“
ძლიერი (წარმატებული) მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელიც მუდმივად ზემოქმედებს მასზე თავისი ენერგიით. ამ ენერგიებს, მამაკაცი მოგვიანებით გარდაქმნის ნებისმიერ რამეში – მატერიალურში, ლიდერობაში, წარმატებაში…
აქ არის ორი ასპექტი: სიტყვები, რასაც ეუბნებით და ფიქრები, რა აზრები მოგდით თავში მასზე ფიქრისას.

ორივე შემთხვევაში აძლევთ (დამანგრეველ ან აღმშენებლურ) ენერგიებს. დიახ, თქვენს ფიქრებს, აზრებს  შეუძლია ზეგავლენა მოახდინონ მასზე.

თუ ქალი არაფერს ეუბნება კაცს, მაგრამ გულში ფიქრობს „უსაქმური“, „უვარგისი“ … ეს კაცის წარმატების დასასრულია. კაცი, ვერასდროს მიხვება რა ხდება მის თავს და იღბალი რატომ წავიდა მისგან.

ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობების დროს რთულია თვალყური მიადავენო აზრებს. აზრები, ხომ წარმოიშვება ავტომატურად. მექნიკურად წარმოშობილი აზრები (ნეგატივია თუ პოზიტივი) გადადის ჩვევაში. შესაბამისად, რომელი აზრებიც მეტობაშია, იმ ენერგიით ივსება მამაკაციც.

მოდი, ჩამოვაყალიბებ შემდეგნაირად:

ქალი ოჯახშია შემოქმედი, ხოლო მამკაცი – გარეთ.

ქალი ფიქრებია, აზრებია, ხოლო მამკაცი ხელები. ეს არ ნიშნავს ქალი უთითებდეს რა გააკეთოს და რა არა… ქალი, აძლევს აღმშენებლობით ძალას, საკუთარ თავში და ძალებში რწმენას (ეს რომ მისცეს ქალმა, თავად უნდა იყოს საკუთარ თავში და ძალებში დარწმუნებული, როგორც ქალი)… ხშირ შემთხვევაში, ქალს წარმოდგენაც არა აქვს როგორ და რანაირად მიაღწევს წარმატებას კაცი, მაგრამ მას სჯერა, გულწრფელად და უპირობოდ სწამს მისი, რომ „ის შესძლებს“!!!

რასაც ფიქრობს ცოლი ქმარზე, ის პოზიცია უკავია მას გარეთ.

ქალბატონებო, იყავით ყურადღებით საკუთარი აზრების მიმართ, არაფერს ვამბობ საუბარზე. თქვენში დევს უმძლავრესი ენერგიები და გახსოვდეთ, თქვენს სუფთა აზრებზეა დამოკიდებული – კაცის წარმატებული საქმიანობა.

მამკაცებო, გაუფრთხილდეით ცოლებს. გულწრფელად იზრუნეთ მათზე, გიყვარდეთ და გაანებივრეთ ისინი! გახსოვდეთ, ცოლის სუფთა აზრები თქვენი სიძლიერის გარანტია.

მამაკაცებო, ნუ უგულველყოფთ თქვენი ქალბატონების გრძნობებს: მათ შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებულია, თქვენი წარმატება!

მოკრძალებით, პატივისცემით, სიყვარულით

და თქვენს უსაზღვრო შეასძლებლობებში რწმენით,

თამარ კვარაცხელია

© zrda.wordpress.com/

 

Comments
Loading...