ცოტა ხნის წინ, თბილისში ზაარბრუკენის მოედანზე შუა ხნის მამაკაცი სახის არეში დაჭრეს

ცოტა ხნის წინ, თბილისში ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი) შუა ხნის მამაკაცი სახის არეში დაჭრეს.

როგორც ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს უცნობი პირი ფულს სძალავდა. წინააღმდეგობის გაწევის მომეტში, თავდამსხმელმა მას სახეზე დანით ჭრილობა მიაყენა.

მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრებია, მას პირველადი დახმარება იქვე აღმოუჩინეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.