ცოტნე დადიანის ქუჩაზე 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს – დაკავებულია ორი პირი

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 16 წლის ახალგაზრდა მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ, ე.წ. სპიცით მიაყენეს.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ორი პირი.

Comments
Loading...