ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა, რამაც კედლის ნგრევა გამოიწვია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი ბრიგადა იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.

წყარო:ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...