ცოტნე გამსახურდია – მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს!

„გადავწყვიტე, რამოდენიმე სტატუსი დავუთმო სამეგრელოს საკითხს. ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსულიფიგურების გააქტიურება ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში და ძნელიმისახვედრი არ უნდა იყოს იმ გეგმების გაცოცხლება, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდანმუშავდებოდა ჩეკაში.

მე პირადად სრულებით არ გახლავართ ულტრაკონსერვატორი ამ საკითხში, ისევე როგორც სხვებში,მოგეხსენებათ… მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს, ვითარდებოდეს. აქ დაუშვებელია რაიმეშეზღუდვა და ეს მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს გამოიღებს. უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურა,ისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ დედა–საქართველოსთანსამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს… იმედია, პირველად არ გესმით, რომ ისტორია პირველრიგში პოლიტიკური მეცნიერებაა, ხოლო ეროვნება – პოლიტიკური შეგნების, და არა – სისხლისმიერინათესაობის ფენომენი.

თუმც არის ერთი “მაგრამ“: ადამიანი, რომელიც “მეგრელობას“, “მეგრელ ხალხს“, “მეგრულ მიწას“პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და გაუკეთებს აქცენტირებას, ჩათვალეთ რომ მას ბომბი მოაქვს თქვენსსახლში! არც ის დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით სამეგრელოს გააჩნიამთელი რიგი ნიშნები – ენა, ტერიტორია, ზღვაზე გასასვლელი, საზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხოქვეყანასთან და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი და გამოცდილება მეგრულ სეპარატიზმზემუშაობისა! აი, ამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე, ან გურიაზელაპარაკისგან… ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე – გაბედავა, ბურჭულაძე, ჭაჭია თუ ჭ…ა.“- წერს გამსახურდია.

Leave A Reply

Your email address will not be published.