ცოტნე ჯიქია-“ელისაშვილის საქმეზე”: ყურადღებით ვადევნებთ თვალს გამოძიებას

“შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ და თბილისის საკრებულოს ამჟამინდელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურა უკვე დატოვა.როგორც ბატონმა ალეკომ აღნიშნა მასზე ხდებოდა ზეწოლა კონკრეტული მარალჩნოსნების მიერ, ამ ფაქტის შესახებ მან მაშინვე აცნობა პროკურატურას. როგრც პროკურრმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მოხდა მობილური ტელეფონის დათვალიერება ელისაშვილის თანდასწრებით, მაგრამ ტელეფონში არ აღმოჩნდა მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები რომელთა შესახებაც საუბრობდა მომჩივანი. ელისაშვილი დასთანხმდა ექსპერტიზის ჩატარებაზე, ტელეფონი დაილუქა და გადაიგზავნა შესაბამის სტრუქტურაში.
არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს ზეწოლა მსგავს ორგანოებზე როგორიცაა პატიმართა შეწყალების კომისია. ჩვენ არასათავრობო ორგანიზაცია “გაერთიანებული საზოგადოება” ყურადღებით ვადევნებთ თვალს გამოძიებას და ვმედოვნებთ რომ ბატონი ალეკო ელისაშვილის მიერ დასახელებული პირების ბრალეულობის დამკიცების შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. მიგვაჩნია რომ მსგავსი საკითხები არუნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს არ არის წინასააარჩევნოდ აგორებული კამპანია რომელმე პოლიტიკური პარტიიის მიერ, მაგრამ ჩვენდასამწუხაროდ იკვეთება კონკკრეტული პარტიების ინტერესები. იმედი გვაქს რომ ბატონი ალეკო არ აღმოჩნდება ნაციონალური მოძრაობისა და ბატონი მიხეილ სააკაშვილის ნების გამტარებელი. შეგახსენებთ, ბატონმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა რომ ქართული ოცნების ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ამის შესახებ მან პროკურატურას მაშინვე აცნობა.”
– აცხადებს “გაერთიანებული საზოგადოების” აღმასრულებელი საბჭოს წევრი ცოტნე ჯიქია

Leave A Reply

Your email address will not be published.