ცოტნე ჯიქია – საქართველო ადამიანის უფლებათა დარღვევის ამაზრზენმა კადრებმა შეძრა!

ა/ო „გაერთიანებული საზოგადოების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ცოტნე ჯიქია:
2012 წელი. საქართველო ადამიანის უფლებათა დარღვევის ამაზრზენმა კადრებმა შეძრა! თითქმის მაშინვე დასახელდნენ აღმასრულებელი ჟალათებიც და თითქოსდა მთავრობამაც მოწყო საჩვენებელი დასჯა!
აი, უკვე მესამე წელი გავიდა მას შემდეგ და ჩნდება კითხვა:
რა შეიცვალა? არის კი დღეს საქართველოში აღდგენილი სამართლიანობა? რა მდგომარეობაში არიან დღევანდელი მსჯავრდებულიბი?!
საპროტესტო აქციაზე წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა ციხის ჯალათების 29 კაციანი სია გამოქვეყნა, რომელი სია პატიმართა ჩვენებების საფუძველზე შედგა. დღეს მოცემული ინფორმაციის თანახმად არანაირი ზომა არ არის მიღებული თუნდაც იმ 29 ჯალათთა უმრავლესობა დღეს თავისუფლად დაიარება საქართველოში და ზოგიც ისევ მუშაობს სასჯელაღსულების სისტემაში!!! დღეს სასამართლოში პროცესები იწელება წლობით,ისე რომ არანაირი შედეგი არ აქვს და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს!!! პირადად მე, როგორც საქართველოს მოქალაქე მოვითხოვ აღდგეს სამართლიანობა! ნებისმიერ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანო მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს და ვთვლი, რომ საქართველოშიც ასე უნდა იყოს! ადამიანის უფლებების მასგავსი ხელყოფა საფუძველს აცლის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და ნდობას სამართლისადმი. მიმაჩნია რომ რამდენიმე ადამიანი არ უნდა უტეხავდეს სახელს ქვეყნაში სამართალ დამცავ ორგანოს და ეს პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ!!!

Comments
Loading...