წყლის ნაცვლად ცეცხლი – დიდუბეში ერთ-ერთ შადრევანს გაზის მილი მიუერთეს

გოგოლაურის ქუჩაზე, N18 კორპუსთან მდებარე შადრევნიდან წყლის ნაცვლად, ცეცხლი ამოდის. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ შადრევანზე წყლის მილის ნაცვლად, გაზის მილია მიერთებული.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ მილების დაზიანების გამო, ბუნებრივმა აირმა წყლის მილში გაჟონა, რაც მალევე აღმოიფხვრა.

Comments
Loading...