ცრემლები კლინტონისა და ტრამპის მხარდამჭერებში – განსხვავებული ემოციები აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში შედეგები სწრაფად იცვლება. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 247 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ჰილარი კლინტონს 215.

არჩევნების პირველადი მომაცემები გვიან ღამით გამოცხადდა, რომელსაც ორივე კანდიდატის მხარდამჭერები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს.

შედეგების გამოცხადებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. კლინტონის მხარდამჭერები თითქმის დარწმუნებული იყვნენ საკუთარი კანდიდატის წარმატებაში, თუმცა არჩევნების პირველადმა მონაცემებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა.

დონალდ ტრამპის წარმატებას კი, სიხარულის ცრემლები და ოვაციები მოჰყვა, თუმცა არჩევნების შედეგები საბოლოო არ არის და ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

Comments
Loading...