ცრემლებს ვხედავ ვეტერანების თვალებზე მათდამი უყურადღებობის გამო – ე.წ ღამის მგლების ერთ-ერთი ბაიკერი

„მე თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?“, – ასე უპასუხა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისულმა ე.წ ღამის მგლების წევრმა, რუსმა ბაიკერმა ლეონიდ მურაშკინმა კითხვას, მათი საქართველოში შემოსვლა რამდენად კანონდარღვევით მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წინაშე პატივის მისაგებად მივიდა.

„ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ ასეთი ინტერვიუ თქვენი ვეტერანებისგან აიღეთ? მათთან მიხვედით და ჰკითხეთ, რა გადაიტანეს იმ წლებში? მე ეჭვი მეპარება, თქვენ თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ. ვხედავ ცრემლებს მათ თვალებზე მათთდამი უყურადღებობის გამო. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს,” – მიმართა ლეონიდ მურაშკინმა ქართველ ჟურნალისტებს.

 

Comments
Loading...