“ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს!”

„ჩვენ შესაძლოა გვყავდეს კარგი და ცუდი ხელისუფლებაც. მე ცუდი ხელისუფლება მყავს თუ კარგი, ეს რუსეთს უფლებას არ აძლევს, მოვიდეს და დამბომბოს”

„თუმცა, მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვეძებოთ საერთაშორისო კავშირები რუსეთთან და არ უნდა იყოს საქართველოში განწყობა, რომ რადგან რუსეთი მტერია, მასთან მოლაპარაკება არ შეიძლება. ყოველთვის უკეთესია დიპლომატიის უკანასკნელი რესურსის გამოყენება, ვიდრე ომი და დაპირისპირება ვინმესთან.

აქ ორი ფაქტორია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ამ ორმა ფაქტორმა ერთმანეთი არ გადაკვეთოს. ერთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის არსებითია. მაგრამ, არის მეორე მხარეც, დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და დაძაბულობის ისეთი რეჟიმი, რომელშიც ჩვენ დღეს რუსეთთან ვიმყოფებით. ეს სიკეთეს არც საქართველოს აძლევს და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული. თუ გვინდა, რომ შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, ყველა დიპლომატიური რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ეს ორი საკითხი ისე უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს სარგებელი და არა ზიანი. ეს, რა თქმა უნდა, დიპლომატების პროფესიული შესაძლებლობების საკითხია. უნდა ვეძებოთ რუსეთთან ურთიერთობის გზები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში იმყოფება და მათთან გვჭირდება ისეთი ურთიერთობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა მსგავსი გზავნილი ადეკვატურად უნდა მივიღოთ და ვეცადოთ, რომ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო იქმნება”, – განაცხადა ფოფხაძემ.

reportiori.ge

Comments
Loading...