წულუკიანი გვენეტაძეზე: მოვედით და არ გვხდება საბჭოს ხელმძღვანელი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ კონფერენციაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკმაყოფილება გამოთქვა საბჭოს ხელმძღვანელის, ნინო გვენეტაძის კონფერენციაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გვენეტაძემ მომავალში უნდა გაითვალისწინოს ასეთ კონფერენციაზე დასწრების ამბავი, რადგან ეს მასაც ეხება და რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უკეთესად უნდა იყოს ორგანიზებული.

„მართლაც კარგია, როდესაც ჩვენ ვართ მოწვეული. მოვედით და არ გვხდება საბჭოს ხელმძღვანელი. იქნებ მომავალში, ეს მასაც ეკუთვნის, უკეთესად დავაორგანიზოთ ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან ჩვენ ერთად, მასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს რეფორმას და ის უჭერს მხარს რეფორმას, ამ რეფორმის გზაზე ვიაროთ ერთად. თუკი ამ რეფორმას მხარს არ უჭერთ, თუ თქვენ რეფორმას მხარს არ უჭერთ და ამას დღეს მოვისმენთ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ასე ჯობს მომავლისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, კონფერენცია „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

Comments
Loading...