წულუკიანი: ხვალ გამოვაქვეყნებ სამპირიან სიას

საპროკურორორ საბჭო 19 ნოემბერს მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს. არჩევნებზე დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. პროცესი 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

18 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი, იმ სამი კანდიდატის ვინაობას გაასაჯაროებს, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. წარდგენილი კანდიდატებიდან ერთს, იუსტიციის საბჭოს წევრები, ფარული კენჭისყრით, ხმათა ორი მესამედით დაამტკიცებენ.

„ხვალ მე სამპირიან სიას გამოვაქვეყნებ, თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში, კანონით აქვს დავალებული იუსტიციის მინისტრს, რომ წარდგინება იყოს დასაბუთებული. ეს დასაბუთებაც გამოქვეყნდება და ხუთშაბათს დილით, საპროკურორო საბჭო შეიკრიბება, რომ გაესაუბროს სამივე კანდიდატს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. შემდეგ შედგება კენჭისყრა, კენჭისყრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ, რომ ეს პროცესი მათთვის იყოს ხელმისაწვდომი“,-განაცხადა წულუკიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.