ცვლილებები ბიუჯეტში

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა. საბიუჯეტო ცვლილებები გუშინ პარლამენტმა 84-ხმით დაამტკიცა. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 155.0 მლნ ლარით მცირდება და 9 745.0 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავს, 2015 წლის 9-10 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის შემოსულობების კორექტირება და საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება ბიუჯეტის გადასახდელებში არსებული საჭიროებების მიხედვით.

Leave A Reply

Your email address will not be published.