ცვლილებები ჯარის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნებში ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო საარჩევნო რეფორმის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს. მინისტრის აზრით, 2016 წელს საარჩევნო პროცესი სპეცუბნებისგან თავისუფალი უნდა იყოს. თინა ხიდაშელი: “ცვლილებები მზადდება. მასზე ჩემი მოადგილე ბესო ლოლაძე მუშაობს და რამდენადაც ვიცი, სამინისტროს პოზიცია ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა წარადგინოს”.

Comments
Loading...