ცვლილებები „ნიჭიერში“ – „რუსთავი 2“- ის ახალი პროექტი

დაიწყო ახალი სატელევიზიო სეზონი და ტელევიზიებმაც დაიწყეს მზადება ახალი გადაცემებისთვის. გაჩნდა ახალი სახეები, ძველი გადაცემების ახლებური ვარიანტები. გავიგოთ რას გვპირდება „რუსთავი 2“.

სალომე ლილუაშვილი („რუსთავი2“-ის საერთაშორის პროექტების განყოფილების პიარმენეჯერი:

14407690_10154506889752603_1081589991_n
– ჩვენი მაყურებელი უკვე ელოდება მეგაპროექტ “ნიჭიერის” მეშვიდე სეზონს, რომელიც ნოემბრიდან გავა “რუსთავი2”-ის ეთერში. რასაკვირველია, შოუში იქნება ბევრი სიახლე – მათ შორის, ჟიურის შემადგენლობაშიც. ამ ეტაპზე გეტყვით მხოლოდ იმას, რომ “ნიჭიერის” ეს სეზონი შოუს თვალსაზრისით იქნება გრანდიოზული. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ძალიან ბევრმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოიჩინა შოუში მონაწილეობის სურვილი – არაორდინალური და ექსტრემალური ნომრებით. ასე რომ, მაყურებელს ელოდება სანახაობა, რომლის მსგავსიც აქამდე არსად, მათ შორის გასულ სეზონებზეც არ ყოფილა.
სექტემბრის თვიდან ეთერს დაუბრუნდა “ექიმებიც”. ეს გადაცემა წელსაც, ისევე როგორც გასულ სეზონებზე, ყველა კატეგორიის მაყურებლისთვის აქტუალურ და სასარგებლო თემებს დაეთმობა.
“იღბლიანი ბორბალი” კვლავ ეთერშია. სატელევიზიო სივრცეს რამდენიმეთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა გადაცემის სახე, შორენა ბეგაშვილი, რომელიც ისევ ვანიკო თარხნიშვილს უწევს პარტნიორობას.
რაც შეეხება სიახლეს – შემოდგომიდან „რუსთავი2“-ის ეთერში გავა სრულიად განსხვავებული ფორმატის გადაცემა, რომელიც დაეთმობა რემონტს და ყველა საკითხს, რაც სახლის ინტერიერის მოწყობას, სარემონტო – სამშენებლო პროცესებს ეხება. გადაცემა არ ჰგავს არცერთ იმ პროექტს, რომელიც აქამდე ყოფილა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. გადაცემას ოთხი, ერთმანეთისგან ინტერესებით და ასაკით განსხვავებული ტელესახე წაიყვანს. მათთან ერთად გადაცრმაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერებიც. ფორმატი მორგებულია ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის. იქნება სანახაობრივი, სასარგებლო და საინტერესო არა მხოლოდ მათთვის, ვინც რემონტს აპირებს, არამედ ყველასთვის, ვისაც სახლში რაიმე სიახლის შეტანა უნდა – მინიმალური დანახარჯით ან სულაც, დანახარჯის გარეშე.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი

 

Comments
Loading...