ცვლილებების შედეგად მთავრობიდან ნოდარ ხადური, თამარ სანიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი შეიცვლებიან.

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, ყველაზე აქტიურად მის შემცვლელად ვიცეპრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით ცვლილება არა მხოლოდ პრემიერს შეეხება. მედია მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე მინისტრს ასახელებს, რომლებიც სავარაუდოდ ახალი პრემიერის მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან.

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე გადასვლის შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო კანდიდატურა ამ დროისთვის უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად მთავრობიდან ნოდარ ხადური, თამარ სანიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი შეიცვლებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ნოდარ ხადურს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს, თუმცა უცნობია ვინ შეცვლის თავად ეკონომიკის მინისტრს ამ თანამდებობაზე.

ამ დროისთვის ეს ვერსიები განიხილება მედიაში, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის დასახელდება და ვინ დაასახელებს ახალ პრემიერმინისტრს და განხორციელდება თუ არა რეალური ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.

Comments
Loading...