Twitter სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიებს სპეციალური სიმბოლოთი აღნიშნავს

Twitter-ი იმ მედიაორგანიზაციებს, სადაც სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს სარედაქციო შინაარსზე ნიშანს გაუკეთებს.

თვითერი აცხადებს, რომ ამით მომხმარებლები უფრო სანდო კონტენტს იხილავენ პლატფორმაზე.

სხვა სოციალურმა პლატფორმებმა, იუთუბის ჩათვლით, სამთავრობო მედიებზე უკვე დააწესეს სპეციალური ნიშნით აღნიშვნა.

თვითერის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება იმ მედია ორგანიზაციებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ფინანსური რესურსების ან პოლიტიკური ზეწილის გამო ხელისუფლებას ექვემდებარება.

თვითერი ირწმუნება, რომ იარლიყიანი გვერდების რიცხვი მალე გაიზრდება და ახალ ქვეყნებსაც მოიცავს მცირე ხანში.

ასევე, Twitter-ი ნიშანს გაუკეთებს წამყვანი მთავრობის პირებს მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების, ელჩების, სპიკერების ანგარიშებს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი ქვეყნიდან – ჩინეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანთიდან, ამერიკიდან.

დროთა განმავლობაში კომპანია ამ სიას გააფართოებს და სხვა ქვეყნებსაც დაამატებს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...