უამინდობამ ყვარლის რაიონის სოფელი შილდა დააზარალა

უამინდობამ ყვარლის რაიონის სოფელი შილდა დააზარალა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ოჯახს პირველი სართულის ნაწილი და ეზო დაეტბორა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვეღარ გაატარა და მათ საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

ყვარლის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალი მინიმალურია.

წყარო: რუსთავი 2

Comments
Loading...