უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კვლავ ვერ განხორციელდა

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები კვლავ ვერ განხორციელდა. კომპანია WIZZ AIR-ის მგზავრები ბუდაპეშტსა და ვარშავაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან.

როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ამავე ქალაქებიდან რეისები, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

ქუთაისის აეროპორტში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო რამდენიმე რეისი 4 იანვრის ღამითაც ვერ შესრულდა.

ჯერ უცნობია, შესრულდება თუ არა ვილნიუსისა და კიევის რეისები, რომელსაც ქუთაისი დღეს გეგმის მიხედვით ელოდებოდა.

ამ დროსთვის ქუთაისში ღრუბლიანი ამინდია.

Leave A Reply

Your email address will not be published.