უარი ნაციონალურ მოძრაობას

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარს ეუბნებიან.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის და ე.წ. სპორტის სასახლის ადმინისტრაცია პირველ მოლაპარაკებაზე პარტიისათვის დარბაზის მიქირავებას დათანხმდა, თუმცა ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ მათ აღარ დართეს ნება დაეთმოთ დარბაზი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერებთან შეხვედრების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობს.

Comments
Loading...