უბნები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

დიდუბის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე 2 საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, საადის, ბეთლემის, სამღებროს, თუმანიანის და კოტე აბხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave A Reply

Your email address will not be published.