უჩა ნანუაშვილი:”მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ბოლომდე გამჭვირვალე არ არის”

მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, რომელსაც მიაჩნია, რომ პროცესი ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალე და ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უჩა ნანუაშვილი ურჩევს საბჭოს წევრებს გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშებში არის წარმოდგენილიო სხვადასხვა წლებში კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

„როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გათვალისწინებული იყოს მათ შორის, ჩვენი ანგარიშები წინა წლების განმავლობაში, ასევე რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან გარკვეულ გადაცდომებს. პროცესი არ არის ბოლომდე გამჭვირვალე. მიუხედევად იმისა, რომ თავიდან გამჭვირვალე არ იყო, როგორც ვიცი საბჭო მაქსიმალურად ცდილობს გარკვეულწილად მოახდინოს საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.