უდანაშაულო წამებულის მკვლელობას ძალიან სწრაფი შედეგები ექნება

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ შიიტი ქადაგის სიკვდილით დასჯის გამო საუდის არაბეთის პოლიტიკოსებს ანგარიშსწორება ელოდებათ.

“ეჭვს არ იწვევს, რომ უკანონო სისხლისღვრას, უდანაშაულო წამებულის მკვლელობას ძალიან სწრაფი შედეგები ექნება”, – აცხადებს ჰამენეი.

საუდის არაბეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული 47 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის იყო შიიტი ქადაგი ნიმრ ალ–ნიმრი, რასაც ირანის ხელისუფლების მკაცრი პროტესტი მოჰყვა. გარდა ამისა, ალ–ნიმრის სიკვდილით დასჯა გააპორტესტეს ირანელებმაც, დემოსტრანტებმა თეირანში საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს, სცადეს მისი გადაწვაც, თუმცა პოლიციამ მათი ამის საშუალება არ მისცა.

ან–ნიმრის სასიკვდილო განაჩენი საუდის არაბეთში 2012 წელს გამოუტანეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.