უგულავას თქმით, პარტიაში შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არაოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავაც ესწრება.

უგულავამ შეხვედრაზე შესვლამდე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიაში სულ უფრო ცოტა რესურსი რჩება იმისთვის, რომ მხარეებმა რაიმე სახის მოლაპარაკებას მიაღწიონ.

გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ თუ საბოლოოდ არსებული მცირე რესურსის გამოყენებაც ვერ მოხერხდა, მხარეები დაშორებას ცივილურ ფორმებში შეძლებენ.

თბილისის ყოფილი მერი ნიკა მელიას მხრიდან მისი მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „არავის საქმე არ არის, ვისი ფლანგის წარმომადგენელი იქნება“.

Comments
Loading...