უილიამ კორტნი: საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს

საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს რამდენიმე მიზეზის გამო, – განაცხადა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბია.

”საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს რამდენიმე მიზეზის გამო. საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბია. ერთ სულ მოსახლეზე მისი შემოსავალი ბულგარეთის შემოსავალზე ორჯერ ნაკლებია. ბულგარეთი კი ნატოს უღარიბესი წევრია. ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური ზრდა გადამწყვეტია საქართველოს მისწრაფებისათვის, რათა ნატოს წევრი გახდეს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ნატოს ქვეყნებს ალიანსში უკვე მიღებული ახალი წევრების ინტეგრაცია ჯერ არ დაუსრულებიათ. ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისაგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი”, – განაცხადა კორტნიმ.

Comments
Loading...