უილიამ ლაჰიუ: რუსეთმა დაადასტურა, რომ ის უსაფრთხოებისთვის პრობლემაა

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ აცხადებს, რომ რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემებს ქმნის.

ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ „თბილისის სტრატეგიულ დისკუსიაზე“ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში, რუსეთი წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სეპარატისტულ მოძრაობებს უჭერს მხარს.

„რუსეთმა დაადასტურა, რომ ის უსაფრთხოებისთვის პრობლემაა. რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობებსა და ომებს ევროპული ქვენების მიმართ, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. ასე რომ, მათ საკუთარი თავი წარმოაჩინეს, როგორც საფრთხე მეზობლებისთვის. ამ შეხვედრაზე მოგვარების პოტენციურ გზებს ვეძებთ და ასევე, ვმსჯელობთ იმაზე, რომ თავდაცვა საქართველოსთვის ეროვნული საკითხია“, – განაცხადა ლაჰიუმ.

„თბილისის სტრატეგიული დისკუსია“ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

Comments
Loading...