უიტნი ჰიუსტონის სკულპტურას შეკვეთილში ხელი მოტეხეს

uitni
„ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „ფეისბუქში“ წერს:

„ეს შეკვეთილში წინა კვირას გახსნილი “მუსიკოსთა პარკია”. რამდენიმე დღეა ნაციოლანები ღლაბუცობენ _ რას გავს სკულპტურებიო, ზურაბ წერეთელის ნამუშევრებიაო. რამდენიმე მედიასაშუალებამაც დამირეკა _ ავტორი ვინაა სკულპტურებისო. სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ და არ ეკუთვნის ზურაბ წერეთელს. ეს ისე, ფეისბუკით ნიუსების მკეთებელი მედიისთვის. ვისაც “მუსიკოსთა პარკი” აინტერესებს, როგორც მინიმუმ პარკი უნდა ნახოს მაინც 🙂 მითუმეტეს, რომ Scorpions-ის კონცერტიდან გამოსულმა ზოგიერთმა ვანდალმა უკვე მოახერხა თავისი კულტურული აღმატებულობის დაღის დასმა სკულპტურებზე. უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი. უბრალოდ, გასართობად, კარგ ხასიათზე იყვნენ და სკულპტურებს დაერივნენ. ესეც ისე, ნაცების ოხუნჯობაზე დახელოვნებული და გაზარმაცებული მედიისთვის“…

Comments
Loading...