„უკაცრავად, მაგრამ, სექსუალური ძალადობა არ ნიშნავს აუცილებლად სხეულში შეღწევას“

ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს:

„პირველ რიგში, უკაცრავად, მაგრამ, სექსუალური ძალადობა არ ნიშნავს აუცილებლად სხეულში შეღწევას, გადახედეთ თანამედროვე სასამართლოების განმარტებებს, ცოცხები დადგმული იყო თუ არა, არ ვიცი (ისე რაღაც ვერ გავიგე, ჯერ გონებრივად ჩამორჩენილი იყო ეგ პატიმარიო, მერე ამ პატიმარმა დალაგებული ჩვენება მისცა), ისე სულიერად ავადმყოფი ციხეში რატო ყავდათ, ეგეც წამებაა, სხვათა შორის. მოკლედ, დიახ, ბატონებო, პატიმრების და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთლი ადამიანების მიმართ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების თუ ბადრაგის მხრიდან ხორციელდებოდა ხოლმე ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობა, წამება, სექსუალური ძალადობა. ვისაც თავის ქვიშაში ჩაყოფა გინდათ, პოსტეთ, რომ 2012 წელს დაბრმავდა და მოტყუვდა ხალხი.

ნაციონალური მოძრაობაც ბევრ სცენას დგამდა, მაგრამ, არ უშველა, როგორღაც ვარჩევთ ხალხი (ხან გვიან, ხან ადრე) რაა სწორი და რა გაყალბებული. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან გთხოვთ, გავიარეთ ეგ თემა, თვითონ ნაციონალურმა მოძრაობამ აღიარა, რომ იყო პრობლემა. რამე ახალზე ვილაპარაკოთ და საინტერესოზე“.

Comments
Loading...