უხვი ნალექის გამო ზუგდიდში, კორცხელსა და გრიგოლიში საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრა

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. უხვი ნალექის გამო ზუგდიდში, კორცხელსა და გრიგოლიში საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრა.

შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ოჯახები ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

თოვლის გამო პრობლემებია გზებზეც. მაღალმთიან სოფლებში ჩაკეტილია გზები, გადაადგილებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბირიგადებიც ვერ ახერხებენ.

პრობლემებია გაზმომარაგების მხრივ, სოფლების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.