უკონტაქტო პატრულირება ანუ ,,გოჩა დაბნეულია”

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში ევროპაში არსებული უკონტაქტო პატრულირების სისტემა შემოდის.

როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში განაცხადა, GPS რეგისტრატორები სატელიტის საშუალებით დარღვევის ზუსტ დროსა და ადგილს აღრიცხავენ, რომელიც პოლიციას გადაეცემა და მძღოლი ჯარიმდება.

“პროგრამის ძირითადი მიზანი ავარიების მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენ ევროპაში არსებული უკონტაქტო პატრულირების სისტემა შემოგვაქვს. GPS რეგისტრატორები სატელიტის საშუალებით დარღვევის ზუსტ დროსა და ადგილს აღრიცხავენ, რომელიც პოლიციას გადაეცემა და მძღოლი ჯარიმდება. ეს სისტემა ვიდეოკამერების მსგავსად იმუშავებს. მხატვრულად რომ ვთქვათ, ვიდეოკამერა ბოძებიდან ჩამოდის და მოძრაობას იწყებს. პროგრამაც კი არის შექმნილი ტელეფონისთვის, რომელიც გაჩვენებთ სად არის სიჩქარის დეტექტორი, დამონტაჟებული – “გოჩა ჩართულია”, “გოჩა გამორთულია”, ჩვენ შემოგვაქვს მობილური დეტექტორები, როდესაც “გოჩამ”, ანუ ამ პროგრამამ იცის სად არის ეს დეტექტორი და შემოდის მესამე სტატუსი, “გოჩა დაბნეულია”, ანუ ვთქვათ დღეს ეს დეტექტორი დგას მეხუთე კილომეტრზე, ხვალ მეშვიდეზე და მძღოლებს აქვთ განცდა, რომ სიჩქარის გადაჭარბება ყველგან ისჯება და არა მხოლოდ იმ ბოძებთან, რომელიც მათ დაიმახსოვრეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.