უკრაინა რუსეთს სავიზო რეჟიმს უწესებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება. ამის შესახებ ალექსანდრე ტურჩინოვმა უკრაინულ „მეხუთე არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ ახალი წლიდან მკაცრი სავიზო კონტროლი ამოქმედდება. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოსკოვი საპასუხო ქმედებებს სინქრონულად მიმართავს. რუსეთში ბევრი უკრაინელი იმყოფება და ამ ფაქტორის გათავლისწინებით სავიზო რეჟიმი ამ დრომდე არ აგვიმოქმედებია“, – აცხადებს ტურჩინოვი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე პროცედურა ჯერ კიდევ გასულ წელს დაევალა. ამასთან, დღეს არსებული ვითარებით, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტებით შეუძლიათ.

Leave A Reply

Your email address will not be published.