უკრაინამ რუსეთი ევროკავშირის ერთიანობის განადგურებაში დაადანაშაულა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ევროკავშირს მოუწოდა, მოსკოვის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ მან Financial Times- თან ინტერვიუში განაცხადა.

კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებით, რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ერთიანობა გაანადგუროს, ასევე ევროპის ქვეყნების დაყოფა გააღრმავოს.

“ყველა ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის რუსეთის ამბიციების სიღრმე უცნობია”,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ რამდენიმე იტალიელი და ავსტრიელი პოლიტიკოსი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ემხრობოდა.
ვიცე-პრემიერმა ასევე მოუწოდა ნატო-ს, შავი ზღვის სანაპიროზე თავისი ძალების რაოდენობა გაზარდოს.

Comments
Loading...