უკრაინაში ეკა ზღულაძე 4 მილიონი დოლარით დააკავეს?!

უკრაინის შს ყოფილი მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დააკავეს. შემთხვევა ორი კვირის წინ ბორისპოლის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ზღულაძე ფულით სავსე ჩემოდნით ხელში დააკავეს, სადაც 4 მილიონი დოლარი იყო.

ზღულაძე საფრანგეთში მიემგზავრებოდა და განაცხადა, რომ ეს მისი პირადი საკუთრებაა. 4 საათის შემდეგ, მინისტრ ავაკოვის ჩარევის შედეგად, სამართალდამცავებმა ზღულაძე გაუშვეს.

ზახარჩენკოს სიტყვებით, СБУ-ს უფროსმა ვასილი გრიცაკმა ბრძანება გასცა დაედგინათ ამ ფულის წარმომავლობა, მას მოახსენეს, რომ 10 მილიონი ამერიკული დოლარი განკუთვნილი იყო სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებისთვის, თუმცა შსს-ს ხელმძღვანელებმა თანხის ნაწილი მიითვისეს.

წყარო 1
წყარო 2

Comments
Loading...