უკრაინაში ნატოში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ქვეყანა ნატოში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა “Funke Mediengruppe”-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოროშენკოს განმარტებით, 4 წლის წინ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის მხოლოდ 16% უჭერდა მხარს, დღეს – 54%.

“როგორც პრეზიდენტი, მე ვხელმძღვანელობ ხალხის აზრით და ნატოში გაწევრიენების თაობაზე ჩავატარებ რეფერენდუმს”, – აცახდებს პოროშენკო.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, თუ რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობა ალიანსის წევრობის მომხრე იქნება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უკრაინის სტრატეგიული მიზანია.

გასულ წელს, ნატოს ვარშავის სამიტზე, უკრაინა და ალიანსი მხარდამჭერ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც 40 მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

Comments
Loading...