უკრაინაში სპეცოპერაცია “სოხუმი” ჩაატარეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით “სოხუმი” ჩაატარეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციაში სამი ბატალიონი და ქართველი მოხალისეები მონაწილეობდნენ.სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის დეფაქტო ხელმძღვანელობის კონტროლირებად ქალაქ კადიევკას (სტახანოვი) მიმართულებით 500 მეტრით წაიწიეს წინ და ტერორისტული ფორმირებებს დაქვემდებარებული პოზიციები დაიკავეს, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობდა.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მოქმედებები 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის მოხდა. ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია, რაც მალე სრულმაშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.

დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებში არაერთი ქართველი მოხალისე მინაწილეობს.