უკრაინელმა ექიმებმა მიშა მესხის და მისი მეგობრის გადარჩენა შესძლეს (ვიდეო)

ცნობილი ქართველი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში ტაქსით მიემგზავრებოდნენ, ტაქსისტი კი იძულებული გახდა, ადგილზე მისვლის შემდეგ პატრული გამოეძახებინა, რადგან მგზავრები გარე მოქმედებებზე, მათ შორის, ტაქსისტის სიტყვებზე არ რეაგირებდნენ.
ვიდეომასალა “ესპრესო ტვ”-მ გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე, მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ. ჩანს ასევე, ორი პოლიციელი. პოლიციელები ექიმების მოსაყვანად გარბიან.
ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ადგილზე მოსული ექიმი ნარკოტიკული ზედოზირების დიაგნოზს სვამს და ერთერთ მგზავრს, მიშა მესხის მეგობარს, სავარაუდოდ, ე.წ. ნარკანს უკეთებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გონზე მოდის, თუმცა, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად, ვიდეოს მიხედვით, მისი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
სიუჟეტი სპეციალურ გადაცემაში გავიდა, სადაც პატრულის ყოველდღიური მუშაობის შედეგები ჯამდება და ის ვიდეოები ქვეყნდება, რასაც პოლიციელები იღებენ. აღსანიშნავია, რომ “ესპრესო ტვ”-მ, მანამდე კი უკრაინის შსს-მ არ იზრუნა იმაზე, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი პირები არ ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულები.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის თქმით, ორივე მგზავრი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მათ თან ჰქონდათ აბები და სხვა საშუალებები, რომლებიც, შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.
იხილეთ წყარო

Comments
Loading...