უკრაინელმა სამართალდამცველებმა იუსტიციის ყოფილი მინისტრი დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ელენა ლუკაში დააკავეს. “უნიანის” ინფორმაციით, ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ განაცხადა, რომ დაკავებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,5 მილიონი გრივნას მიტაცებაშია ეჭვმიტანილი.
მისი ინფორმაციით, საუბარია იმ პროგრამიდან თანხის მითვისებაზე, რომელიც უკავშირდება უკრაინის კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციას. პროკურორის განცხადებით, ეს საქმის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია და ის 2013 წლის ზაფხულ-შემდოგომის პერიოდს უკავშირდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.