უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
“უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, შესაბამისი კითხვა მას ნაციონალური პოლიციის შექმნის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.

“თუ ოდესმე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თქვენ ამის შესახებ პირველები გაიგებთ”, – მიმართა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც გიორგი ლორთქიფანიძის მსგავსი პატიოსანი პოლიციელები ტოვებენ თანამდებობას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ლორთქიფანიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

Comments
Loading...