უკრაინის გავლით, რუსეთის ყველა სახის სატრანზიტო ფრენა აიკრძალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის გავლით, რუსეთის ყველა სახის სატრანზიტო ფრენა აიკრძალა. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო unian.net იტყობინება, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა განაცხადა.
“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, განვიხილეთ მისი დებულება, ველით, რომ რუსეთი გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას უკრაინული კომპანიების ფრენის აკრძალვას რუსეთის ტერიტორიის გავლით, მაგრამ რუსეთი, როგორც ყოველთვის, უკრაინული მხარის სამართლებრივ პოზიციას არ დაეთანხმა. სწორედ ამიტომ, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო სივრცეში შეჭრილი ყველა რუსული ავიაკომპანიის სატრანზიტო ფრენის აკრძალვის დაწესებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა იაცენიუკმა და მთავრობას მისცა განკარგულება, რომ რუსულ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება აღარ მიეცეთ.
იაცენიუკმა ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვა შეეხებათ რუსეთის სამხედრო-სატრანზიტო თვითმფრინავებს.
“ახლა, აკრძალვა ვრცელდება რუსეთის ფედერაციის ყველა სახის სამოქალაქო ავიაციაზე. მე ვთხოვ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა, რომ ამის შესახებ რუსულ მხარეს აცნობოს” – განაცხადა იაცენიუკმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.