უკრაინის მმართველი კოალიცია დაიშალა

უკრაინაში ფრაქცია „თვითდახმარებამ” მმართველი კოალიცია დატოვა. გადაწყვეტილებამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა გამოიწვია, რადგან კოალიციაში საჭირო 226-ზე ნაკლები დეპუტატი დარჩა.

„2016 წლის 16 თებერვალს უკრაინელი ხალხი სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის და ოლიგარქების, ასევე პარლამენტში მათ მიერ კონტროლირებადი ძალების შეთქმულების თვითმხილველი გახდა. აშკარა გახდა „პეტრო პოროშენკოს ბლოკის” ფრაქციის ნაწილის, „სახალხო ფრონტისა” და „რეგიონების პარტიის” ნარჩენების კავშირი. ამგვარმა ქმედებებმა საბოლოოდ დაშალა საპარლამენტო კოალიცია”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ოლეგ ბერეზიუკმა.

Comments
Loading...