უკრაინის პატრიარქმა ბაჩო ახალაია უმაღლესი საეკლესიო ორდენით დააჯილდოვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე, უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. შეხვედრა კიევში პატრიარქის რეზიდენციაში რამდენიმე დღის წინ შედგა, რა დროსაც უკრაინის მთავარმა სასულიერო პირმა ბაჩო ახალაია უმაღლესი საეკლესიო ორდენით დააჯილდოვა. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემულ განჩინებაში მითითებულია, რომ “უკრაინაში სულიერების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის ბაჩანა ახალაია წმინდა გიორგის ორდენით ჯილდოვდება”. შეხვედრას ანი ნადარეიშვილის გარდა, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ესწრებოდა.

10308207_10205151127209939_3285436624257099448_n12510300_10205151127289941_7400417334873705054_n

Comments
Loading...