უკრაინის პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ქართველი უხელმძღვანელებს

ქვეყნის ეროვნული პოლიციის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გიორგი გრიგალაშვილი უხელმძღვანელებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გრიგალაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკვე მიანიჭა.

„თქვენ აჩვენეთ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის შედეგი საქართველოში და უნდა აჩვენოთ შედეგი უკრაინაშიც. თქვენი პროფესიონალიზმისა და პატიოსნების იმედი მაქვს”, – განუცხადა გრიგალაშვილს პოროშენკომ

გიორგი გრიგალაშვილი საქართველოს საპატრულო პოლიციას 2006-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.