უკრაინის ქალაქ კრამატორსკში 15 ადამიანი გრიპის შედეგად დაიღუპა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “უნიანი” წერს.
როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ მიხაილოვი აცხადებს, 29 წლის მამაკაცი მე-15 იყო, რომელიც გრიპის ეპიდემიას შეეწირა. იგი დღეს დილით გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქალაქის საავადმყოფოში 180 ზრდასრული და 22 ბავშვი იმყოფება. მათგან 37 ზრდასრულისა და 8 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. გრიპის ვირუსის გამო ექიმებისადმი მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა. სამედიცინო პერსონალის თქმით, ეპიდემია პიკს უახლოვდება.
წყარო

Comments
Loading...