უკრაინულ მედიაში დათა ახალაიას და რომეო საჯაიას საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

უკრაინული ვებ-გვერდი “uarevo.in.ua” ახალ ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, გამოცემის ინფორმაციით კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია საუბრობენ. საუბრის თემა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია. ჩანაწერში, დათა ახალაია ადვოკატს ეუბნება, რომ ტელეკომპანიის შენობასთან სპეცრაზმი დააყენონ და შესვლის უფლება არავის მისცენ.

“ისეთი ინფორმაციაა, რომ სპეცრაზმელებს გადააცმევენ სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა. პოლიცია რომ არ შევიდეს მაგიტომ”, _ ამბობს ჩანაწერში რომეო საჯაია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=172&v=AOg_K_jmB40

Leave A Reply

Your email address will not be published.